X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები მაია ცქიტიშვილმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

მაია ცქიტიშვილმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

ძებნა

მაია ცქიტიშვილმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

7 მარტი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონსა და  მის მოადგილეს, მუნხტუია ალთანგერელს შეხვდა.

მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით UNDP - ის რესურსების გამოყენებასა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას დაეთმო.

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონებში საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ასევე - გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზურუნველყოფა.